დავით ზილფიმიანმა ცესკო-ს პარლამენტარის მანდატით სარგებლობის შესახებ მიმართა

Tbilisi Daily

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ პარლამენტის მანდატის უფლებამოსილების გამოყენების თანხმობის თაობაზე, ცესკო-ს დღეს მიმართა. ამის შესახებ მან „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. 3 იანვარს ზილფიმიანმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.