გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი,რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.