თეთრი სახლის პრესმდივან კელი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა
Pirveliradio Ge
თეთრი სახლის პრესმდივანს, კეილი მაკენანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. კეილი მაკენანის თქმით, ამჟამად მას სიმპტომები არ აღენიშნება.
„პოზიტიური ტესტის შემდეგ, მე ვიწყებ კარანტინის პროცესს და დისტანციურად გავაგრძელებ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობას“, – წერს თეთრი სახლის პრესმდივანი.