აფხაზეთის ახალი ე.წ მინისტრის ოთხი მოადგილე და სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელები

Sokhumi Daily

აპრილში, აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა. შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 12 – დან 14 – მდე გაიზარდა. აფხაზეთში დაინიშნა ე.წ მინისტრის ოთხი მოადგილე, სახელმწიფო კომიტეტების ხელმძღვანელის ორი მოადგილე, აგრეთვე მცენარეთა საკარანტინო და საარქივო ადმინისტრირების სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილეები. მინისტრთა კაბინეტი 16 ივნისის ბრძანებით: მერაბ ლოგუა და რემნი კვიცინია გადასახადების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ირმა ამიჩბა - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე საიდ გუბაზი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე დინარა სმირი - კულტურის მინისტრის მოადგილე ლელა კაჭარავა - სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბესლან ქარჩავა - ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალმასხან ქეცბა - მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის მოადგილე დიმიტრი ენიკი - სახელმწიფო საარქივო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. აფხაზეთის ე.წ ყოფილი მთავრობა გადადგა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, 24 აპრილს. კანონის თანახმად, ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას სამ თვეში. #პოლიტიკა #აფხაზეთი #საქართველო #sokhumidaily