სემეკი დღეს ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებზე იმსჯელებს

Tbilisi Daily

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი) კომ­პა­ნი­ე­ბის - სს „თე­ლა­სის“, სს „ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას“, შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი­სა“ და შპს „რუს­თა­ვის წყა­ლის“ მი­მარ­თვებს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს, 29 დე­კემ­ბერს, 9:00 სა­ათ­ზე, სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს. რო­გორც სე­მეკ-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სე­მე­კი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის პრო­ცე­სის სა­ჯა­რო­ო­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუდ­მივ ინ­ფორ­მი­რე­ბას. "ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის (COVID-19) პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კო­მი­სია სთა­ვა­ზობს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ დის­ტან­ცი­უ­რად, პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლი­თაც პირ­და­პირ რე­ჟიმ­ში შე­ეძ­ლე­ბათ სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის მოს­მე­ნა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა ან/და კი­თხვის დას­მა. სხდო­მა­ზე დის­ტან­ცი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბმუ­ლის მი­სა­ღე­ბად და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნა უნდა გა­მო­აგ­ზავ­ნონ შემ­დეგ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე: [email protected].“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.