"ოაზისი" 900-მდე დამსვენებლიანად კარანტინშია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველო კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღის წინ. აპრილის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი დღეს დაფიქსირდა. კოვიდ 19-ის ეპიცენტრი ამჯერად აჭარაა. სწორედ ამიტომ, ჩაქვში სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაიკეტა და ეპიდემიოლოგიური კვლევა და ტესტირება დაიწყო. აქ კორონავირუსი კონფერენციაზე მყოფ ექიმს დაუდასტურდა, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფები კი თვითიზოლაციაში არიან.