ლიგა 1 მომდევნო სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება

Headline Sport

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (LFP) 2020/21 წლების საფრანგეთის ჩემპიონატის სეზონის დაწყების თარიღად 23 აგვისტო გამოაცხადა. ლიგა 2, საფრანგეთის რიგით მეორე ჩემპიონატი კი ერთი დღის შემდეგ დაიწყება. LFP ისიც დაამატა, რომ ეს თარიღები შეიძლება შეიცვალოს, რადგან UEFA-ს აღმასკომის სხდომა 17 ივნისს არის ჩანიშნული, როდესაც საბოლოოდ გამოაცხადებენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშების დარჩენილი მატჩების თარიღებს. უეფას გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საფრანგეთის ჩემპიონატის თარიღზეც. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე ჩემპიონატი დასრულებულად გამოაცხადა და ჩემპიონობა პირველ ადგილოსან, პარიზ სენ ჟერმენს გადასცა. #Headlinesport #sport #football #ligue1 #uefa #LFP