შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
Batumi Daily
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა პირი, ვისაც ჰქონდათ ინფიცირებულებთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.
მერია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: აჭარის ტელევიზია
#batumidaily
#ახალიამბებიაჭარაში
#კოვიდვითარებააჭარაში