საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 703-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 387 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 33 პაციენტი გარდაიცვალა.