მოსახლეობა ინფორმაციის მისაღებად მერიასთან შეიკრიბა

Marneuli Daily

დღეს , მარნეულის მერიის წინ მოსახლეობამ აქცია ჩაატარა. მერიის წინ შეკრებილი მოსახლეობა მარნეულში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონს აპროტესტებდა და მერიისაგან დახმარებას ითხოვდა. „ძალიან ცუდ დღეში ვართ, ოჯახში მშიერი და ავადმყოფი შვილი მყავს, ყველაფერი დაკეტილია. როგორ უნდა ვიმუშაოთ? ამდენი ხალხი აქ იმიტომ მოვედით, რომ დავიღალეთ ამ გაჭირვებული ცხოვრებით. ერთჯერადი დახმარებით 3 ან 5 დღე შეიძლება გავიტანოთ თავი, ჩვენზე არავინ არ ფიქრობს“ - განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ მედიასთან საუბრისას, მერიის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ძირითადად არა სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად, არამედ ინფორმაციის მისაღებად იყვნენ მერიის წინ მისული. „მუნიციპალიტეტი ჩაკეტვის დღიდან ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად და არაა ობიექტური იმის თქმა, რომ მარნეულის ჩაკეტვამ სოფლებში მძიმე სოციალური ფონი გამოიწვია. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მუნიციპალიტეტის დახმარებას, უფრო მეტად, მათ აინტერესებდათ ახალი რეგულაციები, კონკრეტულად კი მოხვდებიან თუ არა ისინი სამთავრობო პროგრამაში, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა, რომლებმაც სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებს“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ მთავრობამ გადაწყვიტა, სოციალური დახმარება გაუწიოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გავიდნენ. #კორონავირუსი #პროტესტი #რეგულაციები #marneulidaily