გიორგი ვაშაძე: ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა საარჩევნი ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა „საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას და იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა“. „დღეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი საქართველოს განვითარების და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ვაშაძემ. მან ამომრჩევლებს თხოვა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას შემდგომ ათლწეულებში. საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30922359.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020