სად შეგიძლიათ PCR ტესტის გაკეთება ბათუმში
Batumi Daily
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.
1. ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
2. საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
3. ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
4. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7
5. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4
კლინიკები მუშაობს 10:00 – 17:00 - მდე.
რაც შეეხება კარვებს PCR ტესტირებისთვის, ისინი ორ ლოკაციაზეა გაშლილი: ბათუმში - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად.
18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.