კომპიუტერის გახსნა ვერ ხერხდება, მაგრამ მცდელობები იქნება - მიხეილ რამიშვილი
Pirveliradio Ge
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა გამოძიებას მის გასახსნელად გარკვეული მცდელობები ექნება.
„რეკომენდაცია არის, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ვერ ვარ ვართ ექსპერტიზის თვალსაზრისით წინ წასული, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს, მაგრამ რაღაც მცდელობა იქნება, რომ გაიხსნას კომპიუტერი.
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს არის ჩემი შუამდგომლობა რომელიც დავაყენე და მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სულ რამდენიმე დღეს ვაძლევ გამოძიებას, რომ დაუყოვნებლივ შეწუხდეს პროკურატურა და ის მასალა, რაც არის მოთხოვნილი, დაუყოვნებლივ მომაწოდოს, თორემ მე უკვე სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.