ქობულეთში სტატისტიკის შენობაში შესახლებული აქციას მართავენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულებიაქციას მართავენ. ისინი მერიის შენობაში შეიკრიბნენ და მირიან ქათამაძესთან, ზაალ მიქელაძესთანდა ჯაბა ფუტკარაძესთანშეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერიას ახალ ინვესტორთან ჰქონდა მოლაპარაკება. მათ აინტერესებთ,ვინაა ახალი ინვესტორი და რა სახის მოლაპარაკება გაიმართა.
შესახლებულებმა ქობულეთის მერიაში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც ისინი ითხოვენ აუხსნან თუ რა პირობით გასხვისდა სტატისტიკის ყოფილი შენობა და როდის დაეხმარებიან მათ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერს არ ენდობიან. მათივე განმარტებით, ისინი არჩევნებამდე დროს შეგნებულად წელავენ, არჩევნების შემდეგ კი მათ არავინ დაეხმარება.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. აქციის მონაწილეების განცხადებით თუ ზემოთხსენებულიპირები მათ არ შეხვდებიან ისინი საავტომობილო გზას გადაკეტავენ.