აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ შიმშილობა შეწყვიტა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აფხაზმა აქტივისტმა, ჯანსუღ ადლეიბამ, რომელიც საწვავის გაიაფების მოთხოვნით 18 დღის განმავლობაში შიმშილობდა, პროტესტი შეწყვიტა, იუწყება „აფსნიპრესი“ ადლეიბას სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წამომადგენლები დაპირდნენ, რომ საწვავის ფასების პრობლემას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოაგვარებენ. ადლეიბას მოთხვნაა, ყველა სახის საწვავის ფასი სოჭსა და ადლერში შარშან არსებულ ფასს გაუტოლდეს. მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ადლეიბას შეხვდა. გუშინდელი დღიდან კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენიზგნასამართ სადგურებზე საწვავის ფასებმა იკლო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31921072.html

Source: radiotavisupleba.ge