კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

Mediamall

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსს მთელ მსოფლიოში 12 944 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ახალი კორონავირუსის შედეგად იტალიაში, ჩინეთსა და ირანში გარდაიცვალა. #covid19 #coronavirus #stopcovid19 #world