აშშ-ში COVID-19-ით 85 ჩვილი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

აშშ-ში, ტეხასის შტატში ახალი კორონავირუსის ინფექციით 1 წლამდე ასაკის 85 ჩვილი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტეხასის შტატში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფექციის შემთხვევები სწრაფად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის განცხადებით, მძიმე დაავადებების მქონე 12 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილები ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე შედარებით უფროსი ასაკის მცირეწლოვნები. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ტეხასის შტატში კორონავირუსი სულ 326,000 დაუდასტურდა, ხოლო 3,800-ზე მეტი გარდაიცვალა.