Კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 82 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 82 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 82 330 554 შემთხვევა გამოვლინდა, 1 797 732 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 46 557 778 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 19 161 619 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 333 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.