აჭარაში კოვის19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
Tbilisi Daily
აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. კორონავირუსი 51 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მამაკაცი, სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლისგან დაავადა. ის მოთავსებულია კლინიკაში, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, ამ
დროისთვის კარანტინში 17 პირია მოთავსებული. მის საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა დეზინფექცია. საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
#ახალიამბები