“მოლოტოვის ღამე” ლიბანში

Middleeast Report

ლიბანში უკვე მეორე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ტრიპოლიში დემონსტრანტებმა ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე მათგანი გადაწვეს. სიდონში კი ცენტრალური ბანკის ფილიალს ასაფეთქებლები დაუშინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ათობით ბანკის შენობა არის დარბეული. მოსახლეობის პროტესტი ლიბანური ფუნტის სწრაფად გაუფასურებამ გამოწვია, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ თითქმის 50 %-ით შემცირდა. დემონსტრაციები ძალოვან სტრუქტურებთან შეტაკებებში გადაიზარდა. გავრცელებული ცნობებით, არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მასშტაბური საპროტესტო აქციები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო კორონავირუსის პანდემიის გამო, შეწყდა. თუმცა ეს დროებით მოხდა. პანდემიის პირობებში მოსახლეობა ე.წ. “დისტანციურ” აქციებს მმართავდა, რამაც შემდგომ ასეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა. #politics #news #opinion #events #coronavirus #covid19 #world #middleeast #lebanon #protest #bank #ლიბანი #საპროტესტო #აქცია #ახალიშემთხვევა #კორონავირუსი #კოვიდ19