რივიერის პროექტი შესაძლოა, შეიცვალოს

Batumi Daily

შპს "ბათუმის რივიერა", რომელიც სკანდალურად ცნობილია საზღვაო ზოლში 5 ცათამბჯენის აშენების პროექტის გამო, გეგმაში ცვლილებებს ითხოვს. თუკი ადრე 5 ცათამბჯენიდან, ანუ ე.წ. "თაუერიდან" 3 საცხოვრებელი კომპლექსი, 2 კი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, ახლა კომპანია ითხოვს, ყველა შენობა სასტუმროდ იყოს გადაკეთებული. ანუ, თუკი ადრე "რივიერაზე" ბინების ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი, ახლა უკვე მთლიანი პროექტი სასტუმროს დაეთმობა. ასე, კომპანია შეძლებს, მეტი შემოსავალი იპოვოს. კომპანიამ მერიას უკვე მიმართა შესაბამისი მოთხოვნით, მერიამ საკითხვი უკვე განიხილა და საკრებულოს გადასცა დასამტკიცებლად. სავარაუდოდ, საკრებულო დაამტკიცებს ახალ პროექტს და ხუთივე "თაუერი" უკვე სასტუმრო იქნება. #რივიერა #ბათუმი #მშენებლობები #batumidaily