პაკისტანის საფონდო ბირჟის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

Tbilisi Daily

პაკისტანის საფონდო ბირჟის შენობას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ისინი თავდამსხმელები არიან. ერთი თავდამსხმელი ცოცხალია და შენობის შიგნით არის გამაგრებული. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.