ინფიცირებულია 3 მედიკოსი

Tbilisi Daily

კორონავირუსით 3 ახალი ინფიცირებულიდან სამივე მედიკოსია. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არიან. ინფორმაცია ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ დაუდასტურა. საერთო ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული მედიკოსი ჰყავს. „ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევმონია აქვს. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივად ვატარებდით გეგმურად მთელი პერსონალის PCR ტესტირებას, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, - განაცხადა გოფოძემ. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროებს, მათი კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებული მედიკოსი TbilisiDaily