90 წლის ქალი მონაზვნად აღიკვეცა!

Tbilisi Daily

ქობულეთში, 90 წლის ქალი მონაზვნად აღიკვეცა. რამდენიმე წლით ადრე კი, მისი მე-12 კლასელი შვილიშვილი დაადგა ქრისტეს გზას და ოჯახისგან მალულად, საბერძნეთში ბერად აღიკვეცა. მამა იერონიმე, საერო ცხოვრებაში – გიორგი ქათამაძე, 16 წლის იყო, როდესაც ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის დელეგატი გახდა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში. მან კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოდან ევროპარლამენტში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. შვილიშვილის ბერად აღკვეცის შემდეგ, სასულიერო ცხოვრება გადაწყვიტა მამა იერონიმესის დედის დედამ ეთერ გოგიტიძემ. 1-ლ ოქტომბერს, სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, დიდსა და ანგელოზებრივ სქემაში, მონაზვნად აღკვეცა, 90 წლის ეთერ გოგიტიძე და ეწოდა სქემმონაზონი ელენე.