Დედა, გიგზავნი 300 ლარს - ფეისბუქმომხმარებელი ნაპოვნი საფულის პატრონს ეძებს
Tbilisi Daily
სოციალური ქსელის მომხმარებელი, კახა კერესელიძე დაკარგულ საფულესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც შემდეგი შინაარსის წერილი დევს:
„დედა, ვერ გირეკავ ხოლმე, ბილაინი მანდ რომ არ იჭერს. მაგთის ნომერს გიგზავნი, ჩართე, თუ ამანაც არ დაიჭირა, სხვა რა ვიცი. გიგზავნი 300 ლარს, მეტი არ დამრჩა ხელფასიდან და დროებით გეყოფა. თუ მოვახერხე, ჩამოვალ თვის ბოლოს“, – ვკითხულობთ წერილში.