მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142530
დავით ცინარიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ მსჯელობა დასრულდა.
დავით ცინარიძე მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გაისროლა კიდეც. ის ადგილზე დააკავეს.