სად შეძლებენ აბიტურიენტები PCR ტესტირების ჩატარებას უფასოდ
Batumi Daily
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა სია იმ კლინიკებისა, სადაც აბიტურიენტებს შეეძლებათ PCR ტესტირება უფასოდ ჩაიტარონ.
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული." - წერია განცხადებაში.
აჭარის კლინიკების სია:
1. ბათუმი შპს "მედალფა" ბათუმის კლინიკა. მის: ბათუმი, გოგოლის შესახვევი N2
2. ბათუმი შპს,,ქ.ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო" მის: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2
3. ბათუმი შპს "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი" მის: ბათუმი, ქათამაძის 11, თაბუკაშვილის 17
4. ბათუმი შპს ,,მედემერჯენსი" ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
აჭარა ბათუმი შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" მის: ბათუმი, აბუსერიძის №2
5. ბათუმი შპს "საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი" მის: ბათუმი, ბარათაშვილის ქ.№30
#ბათუმი
#კორონავირუსი
#აბიტურიენტები
#batumidaily