უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ჰიბრიდული მეთოდით გრძელდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეიდან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა აუდიტორიებში განახლდა, თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლების ჰიბრიდული მეთოდი აირჩიეს, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში გაგრძელდება, ლექციები კი დისტანციურად.