გახარია ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმე: დარწმუნებული ვარ სრულფასოვნად იქნება გამოძიებული
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო ორ თვეში გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის პოვნის საქმეები სრულყოფილად იქნება გამოძიებული. მან გამორიცხა, რომ ამ საქმეების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადადგება.
"შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძების ბოლომდე მიყვანა. ამასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი. ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების გამო როგორ წამოგიდგენიათ [ვახტანგ გომელაურის გადადგომა], არასერიოზულია", - თქვა გახარიამ.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივლისს მდინარე არაგვში მკვდარი იპოვეს, მისი მკვლელობის ბრალდებით არავინ არის დაკავებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაძლიერებული ძალებით ძებნას ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რამდენიმე დღე სთხოვდა. ის 5 დღის შემდეგ ერთ-ერთ საავტომობილო გზიდან რამდენიმე მეტრში მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30744822.html
#ახალი_ამბები
#twitter