რუსეთის პროკურატურამ გერმანიას ნავალნის სამედიცინო დოკუმენტაციის გადაცემა სთხოვა

Pirveliradio Ge

სააკაშვილის პრემიერობა არარეალურია არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების ეტაპზე იმის გამო, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია - ამის შესახებ განცხადება, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსი" საუბრისას გააკეთა. „მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა არარეალურია არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების ეტაპზე იმის გამო, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია. „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული უფლება აქვს, ვინც უნდა ის დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ვის სახელს და გვარს ახსენებენ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ რეალური იქნება თუ არა, ეს არის მეორე საკითხი. მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ აქვს. როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, პირველი საკითხი იქნება პარლამენტის და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და შემდეგ მთავრობის ფორმირება. თუ ის ამ დროისთვის მოასწრებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რაიმე მეთოდით, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით თუ პარლამენტში ინიცირებული სწრაფი კანონით, ეს სხვა თემაა და მერე შეიძლება, ვიმსჯელოთ ეს რეალურია თუ არა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.