აფხაზეთში გამოვლინდა COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, - ამ ინფორმაციას სოხუმში შექმნილი კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში covid-19-ზე ტესტი 26 ადამიანს ჩაუტარდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, მთლიანობაში გამოვლენილია კორონავირუსის 84 შემთხვევა. 37 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30761244.html
#ახალი_ამბები
#twitter