ბრძანება ეხება სუროგაციას და არა In Vitro-ს - იუსტიციის სამინისტრო ცვლილებას განმარტავს

Pirveliradio Ge

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს ცვლილებას, რომელიც თეა წულუკიანის ბრძანებაში შევიდა და რომლის მიხედვითაც, წყვილი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობას 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს. "In Vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია" - წერია სამინისტროს განცხადებაში.