გერმანია ირანს ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გერმანია ირანს მოუწოდებს, შეასრულოს სრულად 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობები, რაც, ამ ქვენის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით,  თეირანის ინტერესებშია. განიარაღების შესახებ გაეროს მიერ გამართულ კონფერენციაში, ჟენევაში, 22 თებერვალს, ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, და დასძინა: „ირანის ინტერესებშია შეცვალოს ახლა კურსი, სანამ შეთანხმება ისე არ დაზიანებულა, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყოს“. მაასმა განაცხადა, რომ გერმანია მოელის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან „სრულ შესაბამისობას, სრულ გამჭვირვალობას და სრულ თანამშრომლობას.“ სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 21 თებერვალს დაბრუნდა თეირანიდან. ირანმა 22 თებერვალს შეაქო გროსის ვიზიტის შედეგები და დროებითი შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომელიც ინსპექტირებას შეეხება შეაფასა ის, როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა“. მორიგებამ პრაქტიკულად დრო მოიგო, რადგან ყველა მხარე ახლა ცდილობს გადაარჩინოს შეთანხმება, რომელიც გაუქმების საფრთხის პირას იყო, როცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა,  უარი თქვა მასზე და ირანს სანქციები დაუწესა. თეირანი მოითხოვს ამ, 2018 წლის შემდეგ დაწესებული, სანქციების გაუქმებას. ვაშინგტონი მოუწოდებს ირანს, პირველ რიგში მან შეასრულოს ყველა ნაკისრი ბირთვული ვალდებულება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31115640.html #ახალი_ამბები #twitter