შეიძლება დღეს გვყავდეს 10 000-მდე ინფიცირებული დღეში - პაატა იმნაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შეიძლება დღეს გვყავდეს 10 000-მდე ინფიცირებული დღეში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკშიადა ტესტირების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიზარდოს.
„ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს. ეს არის ძირითადი მიზეზი. 14 000 ტესტია ჩატარებული და გამოვლინდა ის შემთხვევები. უქმე დღეებში შედარებით ნაკლები კეთდება, მაგრამ გუშინ 14 000 ჩატარდა. ვფიქრობ, რომ ტესტირების მასშტაბი უნდაგ აიზარდოს“,-განაცხადა იმნაძემ