კოვიდინფიცირებულ ორსულს ტყუპები შეეძინა
Tbilisi Daily
„კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
თითოეული შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად 5 ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟები.
„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთება ჩვენებით ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,” – ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.