ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნატალია ზოიძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე გახდა. ეს თანამდებობა ვაკანტური, მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა სირაბიძემ უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა. ნატალია ზოიძე დღემდე ფრაქცია 'ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს' თავმჯდომარე იყო. ფრაქცია ''ქართული ოცნება მრეწველების'' თავმჯდომარის მოადგილედავით მახარაძე კი იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო და კანდიდატურას17-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფოტო: ბათუმის საკრებულო