ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა 5 მაისიდან ნებადართული იქნება

Tbilisi Daily

ხვალიდან, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. „მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა. #გიორგიგახარია #შეზღუდვა #ავტოსატრანსპორტოკომპანიები #tbilisidaily