რიჟვაძემ საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელა
Batumi Daily
"ქართული ოცნების" წევრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს ასახელებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ბათუმისა და ქობულეთის შტაბებს თითო ხელმძღვანელი ეყოლებათ.
ბათუმის ოფისს უხელმძღვანელებს გიორგი მანველიძე, ქობულეთისას კი - მირიან ქათამაძე. ქათამაძე ამჟამად ქობულეთის მერია, ხოლო მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2020 წლის არჩევნები ნაწილობრივ პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 დეპუტატიდან მხოლოდ 30 აირჩევა მაჟორიტარული სისტემით. ეს არ გულისხმობს აჭარის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის იმავე პრინციპით დაკომპლექტებას - ჯერ-ჯერობით საბჭოს არჩევნების წესში არაფერი იცვლება.
საბჭო ქართული_ოცნება ბათუმი ქობულეთი
batumidaily