ელენ დეჯენერესს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ამერიკელ ტელეწამყვანს და კომიკოსს ელენ დეჯენერესს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მოგესალმებით ყველას. მინდა მოგახსენოთ რომ ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა. საბედნიეროდ თავს კარგად ვგრძნობ. ყველა ახლო კონტაქტი საქმის კურსშია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს ზედმიწევნით ვასრულებ. ყველას გნახავთ ახალი წლის შემდეგ. თავს გაუფრთხილდით, სიყვარულით, ელენი". – წერს წამყვანი სოციალურ ქსელში.
ელენ დეჯენერესის შოუ კოვიდ ეპიდემიის მიუხედავად სექტემბრიდან განახლდა. პროდიუსერების თქმით შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ახალი ეპიზოდები იანვრამდე არ გამოვა.