7 თვის მონაცემებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ, არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე შეადგინა 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 16.8%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე შეადგენს მთლიანი ექსპორტის 61.6%-ს და ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული. 2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (206.9 მლნ. აშშ დოლარი); ბულგარეთი (142.8 მლნ. აშშ დოლარი); ჩინეთი (118.3 მლნ. აშშ დოლარი); 2020 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორეზე ფეროშენადნობები და მესამეზე ყურძნის ნატურალური ღვინო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30791476.html #ახალი_ამბები #twitter