გინდა მორწმუნე იყოს გინდა ურწმუნო, წესები ერთნაირია - პაატა იმნაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირი რეკომენდაციააყველა ადამიანისათვის, გინდა მორწმუნე იყოს და გინდაურწმუნო - ეს განცახდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ საეკლესიო ღონისძიებებზე წესების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ.
''ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის არის ერთნაირი ყველა შემთხვევაში, ითვალისწინებს ამას ჩვენი ეკლესია. ვიცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება. ასე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველანაირი რეკომენდაციის დაცვითა ჩატარდესყველა საეკლესიო ღონისძიება.
რეკომენდაციას ერთნაირს ვიძლევი... იგივე პოლიტიკურ პარტიებს მე ცალ-ცალკე ხომ არ მოვუწოდებდი როგორ უნდა ემართათ კამპანია, ყველას ყავდა თავისი ექსპერტი. შეეძლოთ ზოგადი რეკომენდაციიდანკერძო რეკომენდაციები გამოეტანათ. ასევე ეკლესიაშიც არის სამედიცინო სამსახური. ზოგი პარტია იცავდა, ზოგი არ იცავდა. სხვა რატომ არის? ესეც არის საზოგადოებრივი გაერთიანება'' - განაცხადა პაატა იმნაძემ.