წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს ბრალი წარედგინათ.

Zugdidi Daily

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიას და მასთან ერთად დაკავებულ მერიის კიდევ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საკრებულოს თავმჯდომარის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალი ორივეს სისხლის სამართლის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარუდგინეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ედავება. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი. სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს."-აღნიშნულია განცხადებაში. საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურებრივ ავტომანქანაში ნაპოვნი უაქციზო სიგარეტი არ ეკუთვნოდა და სიგარეტი, რომელიც ნაპოვნია თავმჯდომარის ავტომანქანაში მეორე დაკავებულს ეკუთვნის. სიგარეტები მანქანაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დროებით ტრანსპორტი მას ათხოვა. არსებული ინფორმაციით, როდესაც თემურ ღვინჯილია მიუჯდა საჭეს, ის არ იყო ინფორმირებული, თუ რა იდო მანქანაში. სწორად ამ დროს ისინი ფახულანში დააკავეს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 6-8 წლამდე ვადით ითვალისწინებს. #წალენჯიხა #ფახულანი #სამეგრელოზემოსვანეთი #მერია #უაქციზოსიგარეტი #თავისუფლებისაღკვეთა #ფინანსთასამსახური #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com