ვლადიმერ ზელენსკიმ იზოლაციის წესები დაარღვია

Headline

პრეზიდენტმა ზელენსკიმ იზოლაციის წესები დაარღვია. 3 ივნისს ფოტო გაავრცელა, რომელზეც კაფეში ერთ მაგიდასთან მსხდარი ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ჩანან. კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში სარესტორნო მომსახურება დახურულ სივრცეში 5 ივნისამდე აკრძალული იყო და შესაბამისად, 3 ივნისისთვის ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩებოდა. 4 ივნისს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცავები ზელენსკისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ კარანტინის წესების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეისწავლიდნენ. პრეზიენტმა ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მზად არის ჯარიმა გადაიხადოს. #უკრაინა #ზელენსკი #კოვიდ19