იაგო ხვიჩია - ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილი ვართ

Tbilisi Daily

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათი პარტია პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით გულგრილია. როგორც ის განმარტავს, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი პუნქტი პლებისციტი არის, თუმცა, „გირჩს“ სხვა იდეები მოსწონს. „ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს, ზოგადად, ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ. სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, თუმცა, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც. კითხვის დაახლოებითი ვერსია იქნება ხალხს თავიდან ჰკითხონ აზრი, უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა ხვიჩიამ. მისივე განმარტებით, ოპოზიციის ეს შეხვედრები მესამე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრებია.