კანის კინოფესტივალი არ გაიმართება

Headline

საფრანგეთში არსებული კორონავირუსული პანდემიის გამო კანის კინოფესტივალი გაუქმდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Variety ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ, ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ივლისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ფესტივალის ორგანიზატორებს, ღონისძიების ჩატარების საშუალებას შემოდგომაზეც არ აძლევს. რაც შეეხება კინოფესტივალის დისტანციურ (ონლაინ) ფორმატში ჩატარებას, ორგანიზატორებმა აღნიშნული თავიდანვე გამორიცხეს. როგორც ცნობილია, კონკურსისთვის შერჩეული ფილმების ჩვენება სხვა ფესტივალებზე, მათ შორის ვენეციისაზე გაიმართება. კანის კინოფესტივალის 74 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად გაუქმდა. მისი გამართვა 12-დან 23 მაისამდე პერიოდში იყო დაგეგმილი. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #pandemic #France #Cannes #festival #headline