ახალგაზრდა ამომრჩევლები ცესკოს წარმომადგენელს შეხვდნენ

Marneuli Daily

მარნეულის დებატთა სკოლის წევრებმა ცესკოს წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს. დღეს, 8 სექტემბერს, „კიდევაც დაიზრდებიანის“ იმდებარე ტერიტორიაზე „დებატთა სკოლის“ წევრები მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელს, ალექსანდრე გიორგაძეს შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორები მარნეულის „დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ არიან. როგორც ჩვენთან საუბრისას დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარემ ოლგა ენდელაძემ თქვა, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ექვსი სოფლის სათემო ცენტრის ახალგაზრდები იღებენ. „ მთავარი მიზანია დებატების მეთოდოლოგიის შესწავლა ქართულ ენაზე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ამომრჩევლებმა ისწავლონ დისკუსიებზე დაფძნებული კულტურა. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ პრაქტიკული ნაბიჯები იმისათვის, რომ ახალგაზრდა მომავალი ამომრჩეველი, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, გაიგონ, რომ კრიტიკული აზროვნების მეშვეობით, დებატებით, ქართული ენის ცოდნით, უნდა მიიღონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულ არჩევანს. ესაა პროექტის მთავარი მიზანი. ალექსანდრე გიორგაძეს ვთხოვეთ წარედგინა ის პროგრამები, რომელსაც ცესკო ახორციელებს ამომრჩეველთა განათლების ფარგლებში“ „ახალი აზროვნების ინსტიტუტოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან ეფენდიევი გვეუბნება, რომ პროექტში მონაწილეებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს და საკუთარ თემს აუცილებლად გაუზიარებენ „ჩვენ პროექტის ფარგლებში ვასწავლეთ ახალგაზრდებს დებატების კულტურა, როგორ უნდა მოძებნონ ინფორმაცია. პროექტის შედეგად მათ მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრებებშიც, მეგობულ შეხვედრებზეც იყვნენ. ახლა სიგელებს ვურიგებთ. ჩვენ კორონავირუსის გამო გეგმები შეგვეცვალა და ონლაინ რეჟიმზე გადავედით და პროგრამა „zoom”- ის მეშვეობით ვატარებთ შეხვედრებს. აქ ჩვენი მონაწილეები არიან მარნეულიდან , ბოლნისიდან და გარდაბნიდან. დღეს, აქ წარადგენენ მიღებულ ცოდნას, რომელიც ამ თვეების განმავლობაში მიიღეს და პრეზენტაციებსაც გააკეთებენ“ „ახალი აზროვნების ინსტიტუსტის“ წარმომადგენლები არიან ვალიდ ამირჯანოვი და მაგამედ ბაირამალიევიც. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში აღნიშნეს, პროექტში ჩართვა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. „ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა და ამ ცოდნის დონის ამაღლება. ამ პერიოდში ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა კრიტიკულ აზროვნებაში და საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად და არგუმენტირებულად გამოხატვაში.“ თქვა ვალიდ ამირჯანოვმა „დღევანდელი ღონინისძიება, რომელიც ღია ცის ქვეშ შედგა, ძალიან გვახარებს. თვეებია ონლაინ ვხვდებოდით ერთმანეთს და ვმმართავდით დისკუსიებს. სასაცილო სიტუაციებიცაა, მონაწილეები მოდიან და გვეუბნებიან მე ის ვარ დისკუსიის დროს რო მ ვიყავთ ერთადო და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა“ - ამბობს მაგამედ ბაირამალიევი. „დებატთა სკოლის“ პროექტს მარნეულის „დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს წყარო : რადიო მარნეული