6-12 ივნისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

6-დან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 ტესტით, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7676 PCR ტესტით. 7 დღის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია 0,51%. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 658 755 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 838 ​ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31897292.html

Source: radiotavisupleba.ge