ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში.
Zugdidi Daily
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ხობის მონაკვეთთან მოძრავი ტოიოტას ფირმის ავტომობილი ქვეით მოზარდს დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით მოზარდი, რომელიც საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ხაზის გასწვრივ ფეხით გადაადგილდებოდა, სენაკიდან ზუგდიდში მიმავალმა მანქანამ გაიტანა.
გარდაცვლილი ხობში ცხოვრობდა. ის მეათე კლასის მოსწავლე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
#ზუგდიდი #სენაკი #ლესელიძე #თბილისი #ავტოსაგზაოშემთხვევა #დაღუპულიმოზარდი #zugdididaily