„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

Pirveliradio Ge

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობების გარდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, 8 ივნისიდან ასევე დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. http://pirveliradio.ge/?newsid=144717