თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

Tbilisi Daily

დღეიდან, 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებელი დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზამ“ გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების გამო მიიღო. რკინიგზის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე, (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge) სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში. ,,გაითვალისწინეთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება", - აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.